ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა ჩაანაცვლებს, თურნავა სწორედ ქობულიას მოადგილის პოსტს იკავებდა.
ნათია თურნავას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თანამდებობიდან გიორგი ქობულია პრემიერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულის მიზეზად უთანხმოება სახელდება როგორც მამუკა ბახტაძესთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან.