რომან კაკულია – „ოცნებაში“ ჩემს თავს ვერ ვხედავ“

რომან კაკულია - „ოცნებაში“ ჩემს თავს ვერ ვხედავ“დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, სიმართლე გითხრათ, ამ გუნდში ჩემს თავს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

კაკულიას თქმით, იმისითვის რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, მთავარია შეცდომის დანახვა და შემდეგ მისი აღიარება.

„დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, სიმართლე გითხრათა, ამ გუნდში ჩემს თავს არ ვხედავ, მე ველოდები, რომ მოხდება იმ ტიპის ტრანსფორმაცია, რომ ადამიანი, როდესაც გუნდში ხარ, იქ გატარებული ყოველი დღე უნდა გეამაყებოდეს. ახლა, მე ილუზიები არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვეძლო აქ რაღაც რადიკალურად შეგვეცვალა, მაგრამ ჩვენ სხვაზე უკეთესი ძალა 2016 წელს ნამდვილად ვიყავით. ეს ნამდვილად მჯერა და გვქონდა იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო უკეთესები გავმხდარიყავით. სამწუხაროდ, ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ამ ყველაფრის შემობრუნება გვიანი ნადვილად არ არის, ოღონდ, ამას უნდა ორი რამ : შეცდომების დანახვა, ამის აღიარება და რაღაც იმ პოზის მოშლა, როდესაც შენ გგონია, რომ თუ შენს შეცდომებზე საუბარს იწყებ, ოპოზიცია გამოვა და დაგამუნათებს, ნახეთ ესეც საუბრობს თავის შეცდომებზეო. საზოგადოება ასე არ იტყვის და ეს არ უნდა შეგვეშალოს. კი ბატონო, ესენი იტყვიან, ბევრი ვინმე იტყვის და დაგცინებს კიდევაც იმიტომ, რომ ჩვენთან ლიბერალიზმი ცინიზმს ნიშნავს და ტრადიციონალიზმი ჯვაროსნობას, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ამიტომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს“. – განაცხადა კაკულიამ.