სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მაცხოვრებელი გახდა, იმედი გამოთქვა, რომ ზუგდიდელები 19 მაისს მას დაუჭერენ მხარს.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის თქმით, ის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ზუგდიდელების პრობლემებსა და საჭიროებებს ეცნობა.

