სარაგოსამ შესაძლოა გიორგი პაპუნაშვილი გაყიდოს

 

სარაგოსამ შესაძლოა გიორგი პაპუნაშვილი გაყიდოსსარაგოსამ შესაძლოა ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი გაყიდოს, რადგან მას ხშირად აწუხებს ტრავმები და ამის გამო პაპუნაშვილი მოედანზე იშვიათად გამოდის. წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გატანილი გოლია.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაგოსას რუსული გუნდებისგან აქვს შეთავაზებები, მაგრამ თვითონ პაპუნაშვილს რუსეთში არ სურს კარიერის გაგრძელება. გიორგის ბედი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში გადაწყდება და მისი მომდევნო კლუბის ვინაობაც ცნობილი გახდება.