“სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?” – სერგი კაპანაძე “ქართული ოცნების” წევრებს

"სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?" - სერგი კაპანაძე "ქართული ოცნების" წევრებსსაგაზაფხულო სესიაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე ისაუბრა.

კაპანაძემ “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა თავისი აზრი დაეფიქსირებინათ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, ლევან მურუსიძის გმირად წარმოჩენაზე.

“ინტერვიუმ გვანახა ყველას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის “ოცნების” ლიდერი და როგორ არაადეკვატურად აღიქვამს ის რეალობას. ორი რამ დაგვრჩა ამ გამოსვლებიდან და წიაღსვლებიდან, როგორც მას უყვარს, ხოლმე. ისე, ნეტავ, მართლა კინო და სერიალების გადაღებით იყოს დაკავებული და ამ პოლიტიკით არა, მაგრამ ორი რამ დაგვრჩა, ერთი დაგვრჩა ის, რომ თურმე გმირი ყოფილა მურუსიძე და შავგულიძე ყოფილა დამნაშავე და მოღალატე გირგვლიანის საქმეში. ასე შეატრიალა, ასე გადახედა ისტორიას ბატონმა ივანიშვილმა. გასაგებია, ივანიშვილის ინტერესები ამ ამბავში რა არის, მაგრამ მე მაინტერესებს, აქ კოლეგები, ვინც არიან, ვინც მოისმინეს ეს, ელემენტარული სირცხვილის გრძნობა თუ მაინც გაუჩნდათ, რომ ასეთნაირად მოხდა შეფასება ამ კონკრეტული ფაქტის და გირგვლიანის მკვლელობის საქმის და იქ მურუსიძის როლის და შავგულიძის როლის. ანუ ივანიშვილი რას აკეთებს ახლა რეალურად, რომ უკანა თარიღით ტყუის, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდეს, მაგალითად, იგივე შავგულიძესთან, რაზე არ ეთანხმება, თავის პოზიცია დაიცვას და ამბობს, რომ მაშინაც კი შავგულიძე ყოფილა დამნაშავე. აქ ვინც ხართ, რამდენი ეთანხმებით ამას, რამდენად ელემენტარულად, სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს” – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.