ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა – ავტოკოლონა ივანიშვილის სასახლისკენ მიემართება

ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა - ავტოკოლონა ივანიშვილის სასახლისკენ მიემართებატაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია თბილისში. აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტომობილების კოლონა რუსთაველის გავლით, სიგნალებით, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრა.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ თუ კახი კალაძე ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს არ გააუქმებს, მაშინ მძღოლები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ქალაქის გზებს გადაკეტავენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია.