ტარიელ ონიანს რუსეთი ესპანეთს გადასცემს

კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანი პატიმრობიდან 9 აპრილს გათავისუფლდა , თუმცა ის კვლავ დააკავეს, ვინაიდან ესპანეთში მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის შსს-ში განუცხადეს, რომ ტარიელ ონიანი საერთაშორისო ცირკულარის საფუძველზე დააკავეს, რათა ესპანეთის შესაბამისი ორგანოებისთვის მისი გადაცემა უზრუნველყონ.