„დაიცავი საქართველოს“ წევრების შეკრებაზე, რომელიც ფილარმონიაში ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი. მან, „ქართულ ოცნებას“ მედროვე და ჯალათების პარტია უწოდა.
“ერთის მხრივ ჩვენ გვყავს მოძალადე პოლიტიკური პარტია, რევანშსმოწყურებული. მეორე მხრივ, მედროვე და ჯალათების ასპარეზად ქცეული „ქართული ოცნება„. სამწუხარო რეალობაა ესეც. ეს აღარ არის ქართული ოცნება, ეს გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის ოცნებების ასრულების ასპარეზად”, – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნებიდან პროტესტის ნიშნად წამოსული ვატო შაქარიშვილი.
იტვ.გე

