თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა “ქართულ ოცნებას” დატოვეს. ამის შესახებ მათ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,“ – თქვა ვატო შაქარიშვილმა.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

