“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს” – ტყიბულის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილს ემუქრებიან

“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს” - ტყიბულის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილს ემუქრებიანტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ემუქრებიან.

ამის შესახემ მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ წერს.

“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს, იყო რეალური მუქარა, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

სოფიო ბოჭორიშვილმა „ინტერპრესნიუს“ დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება მის მიმართ მიზანმიმართული პროვოკაცია და არის მუქარა.

დეტალებზე საუბარი ბოჭორიშვილს ამ ეტაპზე მედიასთან არსურს.

სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან იყო ტყიბულის გამგებლის მოადგილე, 2017 წლიდან არის მერის მოადგილე.

2016 წლის 1 აგვისტოს მან ”ქართულ ოცნებას” 11.500 ლარი შესწირა.