ვენესუელა – გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა - გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყოვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.

ხუან გუაიდო მომხრეებთან ერთად კარაკასთან მდებარე სამხედრო ბაზასთან იმყოფება, სადაც უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სამხედროებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ სროლის ხმაც გაიგეს.

გუაიდოს გვერდით იმყოფება 70-მდე სამხედრო და გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლეოპოლდო ლოპესი, რომელმაც შინა პატიმრობა დაარღვია და აქციაზე მივიდა.

მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელის შეიარაღებული ძალები მადუროს რეჟიმს მხარს აღარ უჭერს.

სამხედრო ბაზასთან მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებულია დონალდ ტრამპი. საერთაშორისო გაერთიანება მხარეებს სისხლისღვრის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.