„ვერ ვხედავ სერიოზულ თემას, რომ ეს საკითხი კიდევ წამოიწიოს“ – სოფო კილაძე ევროპარლამენტარების მოწოდებაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით

„ვერ ვხედავ სერიოზულ თემას, რომ ეს საკითხი კიდევ წამოიწიოს“ - სოფო კილაძე ევროპარლამენტარების მოწოდებაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებითფედერიკა მოგერინისთვის 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებაზე შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას მოითხოვენ, რათა მოხდეს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და არა 2024 წლისათვის.

აღნიშნულს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევები 2020 წელს არა პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.

“ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. რამდენიმე დეპუტატს აქვს შესაბამისი უფლება, მიმართოს ქალბატონ მოგერინის, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იმ წესით, რომელიც დღესაც მოქმედებს, ამაზე ვართ შეთანხმებული, მათ შორის ვენეციის კომისიასთან გვაქვს გავლილი, ყველას მიერ მოწონებულია, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, სერიოზულ რაიმე თემას, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა წამოიწიოს დღის წესრიგში,“ – განაცხადა სოფო კილაძემ