ვირჯილ ვან დეიკი: ”ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”

ვირჯილ ვან დეიკი: ”ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ ლივერპულმა პორტოსთან სასურველ შედეგს მიაღწია და ახლა შეუძლია, რომ პრემიერ ლიგაზე გადაერთოს. ლივერპულმა პორტო 2:0 დაამარცხა და მეტოქეს საგოლე მომენტი თითქმის არ შეაქმნევინა:

”კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მიზანს მივაღწიეთ. პორტუგალიაში მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან პორტო ძლიერი გუნდია. რამდენიმე დღეში ჩელსისთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ამიტომ მთელი ყურადღება პრემიერ ლიგაზე უნდა გადავიტანოთ”.