ზიდანი: ”ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია”

ზიდანი: ”ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ზიდანის აზრით ასეთი დონის ფორვარდი არცერთ სხვა გუნდში არ თამაშობს:

”ბენზემა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ამას იმიტომ არ  ვამბობ, რომ ის ჩემი თანამემამულეა. ის თითქმის ყველა თამაშში ამტკიცებს თავის მაღალ კლასს და მისი თამაში ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებს”.

კარიმ ბენზემამ ატლეტიკის წინააღმდეგ სამი გოლი გაიტანა და რეალმა ის შეხვედრა 3:0 მოიგო.