ზუგდიდის მერად თენგიზ ჯგუშია უნდათ – შენგელია მე-2 ადგილზეა, რულოვსი – მე-3-ზე

ლაივპრეს ჯი-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა შეკითხვით – ვის აირჩევთ ზუგდიდის მერად.

ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 766-მა ადამიანმა მიიღო.

პირველ ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია, რომელსაც 43% აქვს.

მეორეზეა “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია 34,7%-ით.

მესამე ადგილზეა სანდრა რულოვსი, რომელსაც მხარს 15,7% უჭერს.