ადიგენში ხელოვნების მასწავლებელმა აივანზე თავი ჩამოიხრჩო

ადიგენში ხელოვნების მასწავლებელმა აივანზე თავი ჩამოიხრჩოადიგენის ერთ-ერთ სოფელში, ხელოვნების მასწავლებელმა აივანზე თავი ჩამოიხრჩო. 52 წლის მამაკაცის ცხედარი შვილმა ნახა. ინფორმაციას ამის შესახებ tv9news.ge ავრცელებს.

სოფელში ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა აქვს თუ არა კავშირი თვითმკვლელობას მის ეკონომიურ მდგომარეობასთან, უცნობია.

„სკოლაში მუშაობდა, ხელოვნებას ასწავლიდა. შეჭირვებული ოჯახი იყო, მაგრამ ისე ძალიანაც არა, რომ თავი მოეკლა. თვითონაც მუშაობდა, ცოლიც და შვილიც. საკუთარმა 17-18 წლის შვილმა ნახა ჩამომხრჩვალი.“ – განაცხადეს თანასოფლელებმა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე კოდექსით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი