ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აქამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. ტაბატაძის წულუკიანის უწყებაში გადასვლის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი 30 აპრილს მოაწერა.
ალექსანდრე ტაბატაძე 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2013 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ახლა კი ისევ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაბრუნდა.

