ანტონიო კონტე ინტერს ჩაიბარებს

ანტონიო კონტე მომავალ სეზონში ინტერის მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებებნი ავრცელებენ. კონტე მალე ჩაფრინდება მილანში და ინტერთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

კონტე ერთი წლის მანძილზე უგუნდოდ იყო და ბოლოს ის ჩელსიში მუშაობდა, სადაც 2018 წლის ზაფხულში ის გაანთავისუფლეს. აღსანიშნავია ისიც რომ კონტემ ჩელსის სასამართლოში უჩივლა, რადგან ლონდონურმა კლუბმა მას კომპენსაცია არ გადაუხადა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი