“არა თავისუფლებას”, “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს” – საპროტესტო ლოზუნგები თბილისში

"არა თავისუფლებას", "ძალაც და უფლებაც ოლიგარქს" - საპროტესტო ლოზუნგები თბილისში“უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ლოზუნგებით ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს და თბილისის ქუჩებში ბანერები გამოფინეს.

საპროტესტო შინაარსის ბანერები ხიდებზე დიდხანს არ გაუჩერებიათ. სამოქალაქო აქტივისტებისთვის უცნობია თუ ვინ ჩამოხსნა ისინი.