აზარი ჩელსის გულშემატკივრებს დაემშვიდობა

აზარი ჩელსის გულშემატკივრებს დაემშვიდობაევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც ჩელსიმ 4:1 გაიმარჯვა, ედენ აზარმა ჩელსის გულშემატკივარს მიმართა და თქვა, რომ ის კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, თუმცა ეს გუნდი არ დაუსახელებია:

”ჩელსი ძალიან მიყვარს და ამ გუნდში შესანიშნავი წლები გავატარე, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო დადგა და მინდა რომ ძალები სხვაგან მოვსინჯო. ვფიქრობ ჩელსის გულშემატკივარს უნდა დავემშვიდობო და მათ მადლობა გადავუხადო”.

აზარი სავარაუდოდ რეალის ფეხბურთელი გახდება და ამ ტრანსფერის შესახებ რეალი ოფიციალურად რამდენიმე დღეში განაცხადებს.