ბარსელონა რაკიტიჩს ინტერში უშვებს

ბარსელონა რაკიტიჩს ინტერში უშვებსბარსელონა ზაფხულში დიდ ცვლილებებს გეგმავს და გუნდს რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ასევე ცნობილია, რომ არიან ფეხბურთელები, ვინც გუნდს დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი მათგანი ივან რაკიტიჩია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კარიერას ინტერში გააგრძელებს.

ინტერი ამ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს გადაიხდის. რაკიტიჩს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან ლივერპულთან წაგების მეორე დღეს რაკიტიჩი სევილიაში ერთ-ერთ ფესტივალზე დააფიქსირეს, სადაც ის იღიმებოდა და სურათებს იღებდა სევილიელ ფეხბურთელებთან.