ბათუმის პლაჟზე 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში დღეს, 31 მაისს, დილით, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

„ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.