ბესელია საკუთარ პარტიას ქმნის – ვიხილავთ თუ არა მის გვერდით ქობულიას და კვირიკაშვილს

ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის. დეპუტატი ამბობს, რომ მის გვერდით ბევრ ისეთ სახეს ვიხილავთ, რომელსაც ჯერ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური პროტესტი არ გამოუცხადებია.

„ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია ამას განვიხილავ და შესაბამისად პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური.

საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას,“- ამბობს ბესელია.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი პარტიის რიგებში გამოჩნდნენ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია, ბესელია ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი