ჩაქვში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – დაშავდა 50 წლის ქალი

ჩაქვში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - დაშავდა 50 წლის ქალიბათუმში, ჩაქვის გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 50 წლის ქალი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქალს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მცირე სატრანსპორტო შეფერხებაა.