“ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ” – ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სკანდალურ ჩანაწერში მის მონაწილეობას უარყოფს

სკანდალური ვიდეო ჩანაწერის “მონაწილე” „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია ჩანაწერს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

“როგორ გეკადრებათ, ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია. ეს მე არ ვარ. რას ბრძანებთ, გამორიცხულია მე არ ვარ” – აღნიშნა გია დანელიამ.