დაპირისპირება მოსწავლეებს შორის – 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის - 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს51- სკოლაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პირველ კომენტარს აკეთებს. დირექტორი ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ამბობს რომ ეს იმ ვიდეო კლიპის გამო არ მომხდარა, სადაც მოსწავლეები ქურდულ მენტალობას აშარჟებდნენ.

„კამათი იყო გუშინ მე-11 კლასელებს შორის, საქმეს იძიებს პოლიცია, მოგახსენებენ ისინი, რაც ხდება, საქმე აღძრულია. რაც შეეხება მე-12 კლასელებს ისინი ნამდვილად არ მონაწილეობდნენ კამათში. არც კლიპს ეხება. კითხვებს კლიპთან დაკავშირებით ვუპასუხებ, რომ კლიპში გაჟღერებული რამდენიმე ფრაზა ნამდვილად ეწინააღმდეგება სკოლის ღირებულებებს, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვქონდა. სკოლას არ ჩაუტარებია შიდა მოკვლევა, მე პოლიციელებს მივაწოდე ინფორმაცია. ეს იყო სკოლის დასრულების შემდეგ, მიმდებარე კორპუსის ეზოში.“- განაცხადა მანანა თურქაძემ.