“დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ” – გიორგი გახარია სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზე

"დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ" - გიორგი გახარია სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზეშინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, დღეს ზუგდიდში სანდრა რულოვსზე და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმის დროს, სამართალდამცავებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს თუ არა.

მინისტრის თქმით, ბრალდებაზე დეტალურ კომენტარს წერილობით აცნობებს.

“პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა,”-განაცხადა გახარიამ.