ედენ აზარი თითქმის რეალის ფეხბურთელია

ედენ აზარი თითქმის რეალის ფეხბურთელიაჩელსის ნახევარმცველი ედენ აზარი თითქმის რეალის ფეხბურთელია და შესაძლოა მაისის ბოლოს ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდეს. აზარს სურს რეალში გადასვლა, ხოლო ზიდანი მასთან მუშაობზე ოცნებობს. აზარი რეალს ყველა დეტალზე მოელაპარა, ერთადერთი პრობლემა ჩელსია, რომელიც ტრანსფერში 140 მილიონს ითხოვს, ხოლო რეალი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

აზარს ერთ წელიწადში ჩელსისთან კონტრაქტი უმთავრდება, ამიტომ ლონდონელებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ. აზარი ჩელსიში 2012 წლიდან თამაშობს და გუნდის მთავარი ლიდერია.