ეკა ბესელიამ გახარიას კითხვა პირადი ცხოვრების კადრებზე დაუსვა

ეკა ბესელიამ გახარიას კითხვა პირადი ცხოვრების კადრებზე დაუსვასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის ფარგლებში“ წარსდგა. გახარიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, რასაც ეკა ბესელიას პასუხი მოჰყვა.

კერძოდ, ბესელიამ დეპუტატებს, რომლებმაც კითხვები აღნიშნულ საქმეზე დასვეს, პასუხისმგებლობა დააკისრა, რადგან მისი თქმით, ერთი დეპუტატის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა კადრების ჩაწერა, მეორე დეპუტატის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი გავრცელება.

შემდეგ კი ბესელია დაინტერესდა მოქალაქეები ამ კუთხით არიან თუ არა დაცულები:

„ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოებების კუთხით, დაცულები არიან თუ არა“, – მიმართა ბესელიამ გახარიას.