ელისო კილაძე მარიამ კუბლაშვილს პროკურატურაში უჩივლებს

ელისო კილაძე მარიამ კუბლაშვილს პროკურატურაში უჩივლებს„ქრონიკა +“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“აღარ ვაპირებ ამ სიბინძურეების მოთმენას. ხვალ 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიამ კუბლაშვილის, ირაკლი ზაქარეიშვილის, თამარ იარაჯულის და ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ !

ან დაადასტურებენ, რომ მე ვაქეზებდი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ, ან პასუხს აგებენ ცილისწამებისთვის!

ასევე მოვითხოვ, ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკითხვას ამ თემაზე! ვახას შექეზება რაში მჭირდებოდა, მარტომ ვერ მოვუგე გოგაშვილს?“, – წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

2020 ნიუსი