ერნესტო ვალვერდეს ბედს ესპანეთის თასის ფინალი გადაწყვეტს

ერნესტო ვალვერდეს ბედს ესპანეთის თასის ფინალი გადაწყვეტსბარსელონას მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს ბედი ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გადაწყდება. თუ ბარსელონა ვალენსიასთან დამარცხდა, მაშინ ვალვერდეს გაანთავისუფლებენ, ხოლო თუ ბარსელონამ თასის მოგება შეძლო, სავარაუდოდ ერნესტო ბარსელონაში დარჩება.

ლივერპულთან 0:4 ის შემდეგ ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში კატალონიურ გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ბარსელონას ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება არ მიუღია. თვითონ ვალვერდემ განაცხადა რომ მას ბარსელონაში დარჩენა სურს.