“ეს არის ჩემი განადგურების მიზანი, განადგურდეს თემირლანის სამართალი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა

"ეს არის ჩემი განადგურების მიზანი, განადგურდეს თემირლანის სამართალი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდამალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. საუბარია ერთი წლის წინ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან განაცხადა, რომ თავის აფეთქებას აპირებდა.

ასევე გამოძიებას კითხვები აქვს სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც მათი მტკიცებით იგი ძმისშვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებდა.

“ვისაც დაუშავებია ჩემი ერის წინაშე, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე, იმ სისხლში გასვრილი ხელებით აქ სხედან, ესენი არიან დასაჭერები. მე არაფერი ჩამიდენია. მე დაკავების მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ არ არის არანაირი დანაშაული ჩადენილი. თუკი იცოცნენ, რომ ჩემი ძმიშვილი იყო ადგილზე ჩასული, აქამდე სად იყვნენ? მცდელობა თუ იყო, სად იყვნენ, ფაქტზე უნდა დაეჭირათ? ეს არის უბრალოდ, ჩემი განადგურების მიზანი და განადგურდეს თემირლანის სამართალი, სხვა არაფერი. ეს არის ანგარიშსწორება. მთელი დღევანდელი ხელისუფლება მებრძვის ერთ ადამიანს”- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.