წინასაარჩევნოდ სხვა რაიონების მაცხოვრებლების ზუგდიდში გადმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია და რუსთავი2 არჩევნების პროცესის დისკრედიტაციასა და ნიჰილიზმის დამკვიდრების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ამაზე პასუხი არის რიცხვები და ოფიციალური მონაცემები, პირველი მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 102 სარეგისტრაციო ოპერაცია არის სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული, რაც წინა პერიოდებს რომ შეადაროთ არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელი. შესაბამისად 102 ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე მანიპულაციად და პროცესებში ხელოვნურ ჩარევად.”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმებს და ერთ-ერთი თავდასხმის საქმეზე დაზარალებული ჟურნალისტისთვის ბრალის წაყენების საკითხზე თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მთავარი მიდგომა იქნება კანონის უზენაესობის გათვალისწინებით და არ მოხდება განსხვავება პოლიტიკური ნიშნით.
„შსს გააგრძელებს სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებას. როგორც კენჭისყრის დღეს ასევე შემდეგ პერიოდშიც, რომ არა პოლიტიკური ნიშნით არამედ სამართლებრივად მოხდება რეაგირება ყველა დარღვევაზე.“- გაანცხადა თალაკვაძემ.

