გარეტ ბეილით ჩინური კლუბებიც დაინტერესდნენ

გარეტ ბეილის რეალიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია ამბავია, რადგან ფეხბურთელს ზიდანთან კონფლიქტი აქვს და ბოლო ორ შეხვედრაში ის განაცხადშიც ვერ მოხვდა. ბეილის შეძენა ინგლისურ გუნდებს სურთ, თუმცა მათ 120 მილიონის გადახდა არ უნდათ, რასაც რეალი ითხოვს.

სამაგიეროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩინური გუნდი მზად არის ეს თანხა გადაიხადოს და ასევე ბეილს 30 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ბეილი ჩინეთში თამაშს, თუ ისევ ინგლისს ამჯობინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019