გია ხუხაშვილი – “დავით გარეჯის გამწვავებაში სალომე ზურაბიშვილის როლი სუსმა უნდა გამოიძიოს”

გია ხუხაშვილი - "დავით გარეჯის გამწვავებაში სალომე ზურაბიშვილის როლი სუსმა უნდა გამოიძიოს"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ვფიქრობ, რომ თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, როდის და რით დაიწყო დავით გარეჯის თემის გამწვავება, მარტივად დავინახავთ, რომ ტრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა.

მიუხედავად იმისა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ცხადია რომ ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს კი, ჩემის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პირდაპირი საფუძველია.

შესაძლოა, ამას წინ უძღვოდეს სუსის შესაბამისი გამოძიება.

სასურველია, ანალიგიური გამოძიება ჩატარდეს აზერბაიჯანშიც. ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ახლა მნიშვნელოვანია.”