ჰარი კეინი: ”ფინალში თამაში შემიძლია”

ტოტენჰემის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ფინალამდე გამოჯანმრთელება შეუძლია. ამჟამად კეინს მხარი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის თავის გუნდს ვერ ეხმარება:

”ბიჭების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ჩვენ ფინალში ვართ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე და ფინალში თამაში შევძლო”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019