იგოეთთან მანქანა გზიდან გადავარდა – დაშავდა ცოლ-ქმარი

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ იგოეთთან მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

“ნიუპოსტის” ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ცოლ-ქმარი, ისინი სასწრაფომ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.