გოგი წულაია – “იმერეთის გუბერნატორი ბალზე იყო, ტყემლის კურკებს გვესროდა და ბედნიერი იყო”

გოგი წულაია - "იმერეთის გუბერნატორი ბალზე იყო, ტყემლის კურკებს გვესროდა და ბედნიერი იყო"პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

“იმერეთის გუბერნატორი ბალზე იყო, ტყემლის კურკებს გვესროდა და ბედნიერი იყო. ის იყო უთავმოყვარეო გუბერნატორი, მან არ იცოდა რა იყო პოლიტიკა, მისი თანამდებობა კი სწორედ პოლიტიკური თანამდებობაა”,- აცხადებს გოგი წულაია.

იმერეთის გუბენატორმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შავლეგო ტაბატაძე სამხედრო საქმეს უბრუნდება.

შავლეგო ტაბატაძე აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის 18 აგვისტოს დაინიშნა.

2020ნიუსი