იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გადადგა – ის სამუშაოდ უცხოეთში წავა

იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გადადგა - ის სამუშაოდ უცხოეთში წავაიმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტაბატაძე პროფესიულ საქმიანობას, სამხედრო სამსახურს უბრუნდება. მამუკა ბახტაძემ ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„შავლეგო ტაბატაძე არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის სამხედრო, გენერალი და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ ის დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა შავლეგ ტაბატაძეს მადლობა გადავუხადო იმ გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან პოსტზე ყოფნის პერიოდში შეძლო და გააკეთა. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შავლეგო ტაბატაძე მუშაობას საზღვარგარეთ, სამხედრო დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

გენერალი შავლეგო ტაბატაძე 2016-2018 წლის აგვისტომდე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი იყო.