„ირაკლი რუხაძე დადანაშაულებულია ორგანიზებულ შეთქმულებაში“ 

„ირაკლი რუხაძე დადანაშაულებულია ორგანიზებულ შეთქმულებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართავს. კითხვა „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეეხება. კერძოდ, ჩიქოვანი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძე დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის 2018 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულების დარღვევას და ორგანიზებულ შეთქმულებას, ერთ-ერთი კომპანიის წინააღდეგ.

„ირაკლი რუხაძე გამოცხადებული არის არასაიმედო პარტნიორად, დადანაშაულებული არის ორგანიზებულ შეთქმულებაში, დადანაშაულებული არის ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულების დარღვევაში. ვითხოვ, კონკრეტულ განმარტებებს გვენეტაძისგან, თუ რატომ არ მოჰყვა ქმედებები და სახეზე გვაქვს დარღვევა თუ არა. სულ მცირე უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოეთხოვა ეროვნულ ბანკს,“- აცხადებს ჩიქოვანი.

ნიუპოსტი