„ისე არ მოხდეს, რომ დავით გარეჯის გამო დამთავრდეს ახალი საქართველო“ – თორნიკე შარაშენიძე

„ისე არ მოხდეს, რომ დავით გარეჯის გამო დამთავრდეს ახალი საქართველო“ - თორნიკე შარაშენიძედავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

„დღეს რომ დავით გარეჯს ბევრი სასარგებლო იდიოტი და პროვოკატორი მიადგება ეს ფაქტია და ამას ვეღარსად გავექცევით.

ოღონდ აი რას იზამს ჩვენი სახელმწიფო? საკითხავი აი ეს არის. რას იზამენ ძალოვანები და სპეცსამსახურები.

ოდესღაც დავით გარეჯის გამო დაიწყო ეროვნული მოძრაობა და მასთან ერთად ახალი საქართველო – როცა იქ საბჭოთა არმიის წვრთნები გავაპროტესტეთ.

ისე არ მოხდეს, რომ დავით გარეჯის გამო დამთავრდეს ახალი საქართველო.

რაც ხდება ყველაფერი ჩვენი ბრალია. გარე მტერი ბევრს ვერაფერს დაგაკლებს თუ სისულელეებს არ ჩაიდენ.

ჰო, შევდივარ ძალოვანების მდგომარეობაში რომელთაც სალომეს პრეზიდენტად გათრევა მოუხდათ და ახლა უკვე მერამდენედ იგინებიან ამის გამო.“ – წერს შარაშენიძე.