იუვენტუსი მაურისიო სარის თავს არ ანებებს

იუვენტუსი მაურისიო სარის თავს არ ანებებსიუვენტუსი კვლავინდებურად ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მათი მთავარი პრიორიტეტი ჩელსის თავკაცი მაურისიო სარია. ჯერჯერობით სარი თავის მომავალზე არ საუბრობს, თუმცა იუვენტუსის პრეზიდენტი ანიელი ბაქოში ჩაფრინდა, სადაც იმ სასტუმროში განთავსდა, რომელშიც სარი იმყოფება.

ცხადია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და იუვენტუსი სარისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სავარაუდოდ ივნისში ყველაფერი ცხადი გახდება.