საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა.
2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის:
იმერული მუხა – 60 ხე;
ძელქვა – 49 ხე.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ასოციაცია “ატუმ”მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს.
ფაქტს მძიმე პოლიტიკური შეფასება მოჰყვა. “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია საქართველოს პრემიერს აკრიტიკებს: “გასცა განკარგულება, ვითომ ბაბუამისისაა მაგის დედაც”.
ეკოლოგისტები კი ეკოლოგიურ გენოციდზე საუბრობენ.
ნიუპოსტი

