ივანიშვილის როლს ძალიან დადებითად 8% აფასებს, ძალიან უარყოფითად – 33%

ივანიშვილის როლს ძალიან დადებითად 8% აფასებს, ძალიან უარყოფითად - 33%როგორ აღიქმება ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში – კომპანია იპსოსმა მოსახლეობის განწყობა შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად 33%.

გამოკითხულთა უმრავლესობა, მესამედი მილიარდერის როლს ძალიან ნეგატიურად აფასებს.

კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა:

ძალიან დადებითად – 8%

უბრალოდ, დადებითად – 25%

უარყოფითად – 20%

ძალიან უარყოფითად – 33%.

ამ მონაცემებს კომპანია იპსოსი აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

რუსთავი 2