ივანიშვილს რეიტინგში სერგეენკომ და კალაძემ გაასწრეს

ივანიშვილს რეიტინგში სერგეენკომ და კალაძემ გაასწრესბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. ბოლო პერიოდში ორი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა – NDI-ისა და IPSOS-ის და ორივეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ისეთი უარყოფითი მაჩვენებლები აქვს, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია.

„ქართული ოცნების“ ლიდერი პოპულარობის მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოვიდა.

NDI-ის კვლევაში პირველ ადგილზე სერგეენკოა, მეორეზე კახა კალაძე,  მესამეზე კი მიხეილ სააკაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში მისივე თანაპარტიელებმაც გაუსწრეს.

წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეები გაცილებით უარესად აფასებენ მთავრობის მუშაობას.

NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა მმართველ პარტიას. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მუშაობა მოქალაქეებმა შუალედურ არჩევნებში შეაფასეს.

რუსთავი 2