ჯენარო გატუზო: ”ჩემპიონთა ლიგაში ვერ გასვლა დიდი წარუმატებლობაა”

ჯენარო გატუზო: ”ჩემპიონთა ლიგაში ვერ გასვლა დიდი წარუმატებლობაა”მილანი იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი მომავალ წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კი ინტერი გავიდა. გატუზოს აზრით ეს დიდი წარუმატებლობაა და მილანმა სათანადო დასკვნები უნდა გააკეთოს:

”ბოლო 6 თვეა ცუდად მეძინა, რადგან მუდამ იმაზე ვფიქრობდი ჩემპიონთა ლიგაში გავიდოდით თუ არა. ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგია, რადგან ლიგაში გასვლა ჰაერივით გვჭირდებოდა. შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ რომ მომავალ წელს იგივე არ განმეორდეს”.