პოლიტიკოსების საზოგადოებრივი გავლენის აღქმა – კომპანია იპსოსმა კვლევის შემდეგ დაადგინა. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს – 31%.
გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.
გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს.
გამოკითხულთა 18% -ისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დიდი გავლენით.
16% კი ირაკლი კობახიძეს აღიქვამს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.
ამ მონაცემებს კომპანია “იპსოსი” აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.
რუსთავი 2

