კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოს

ტოტენჰემის დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზაფხულში შესაძლოა გუნდი დატოვოს. ამაზე აქტიურად იწერება ინგლისურ პრესაში. თვითონ ერიქსენმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ახალი გამოწვევების მოლოდინშია.

ერიქსენის შეძენა ერთი პერიოდი რეალს სურდა, თუმცა არჩევანი ედენ აზარზე გააკეთეს, მაგრამ შესაძლოა მადრიდელებმა არც ერიქსენზე თქვან უარი. დანიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ნებისმიერ გუნდს მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი