ლევან ხაბეიშვილი – “კალაძე-ძიძიკაშვილი ბიუჯეტიდან ბევრი ფულის წაღებას ცდილობენ”

ლევან ხაბეიშვილი - "კალაძე-ძიძიკაშვილი ბიუჯეტიდან ბევრი ფულის წაღებას ცდილობენ"თანხების არამიზნობრივი ფლანგვა და შესაძლო კორუფციული გარიგება – თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორი და თბილისის მერი, ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ცდილობენ.

ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მეტროში არაეფექტურ სამუშაოები ტარდება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაციისთვის ვაგონშემკეთებელი ქარხანა დაახლოებით სამჯერ მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე რეალურად არის საჭირო.

“ნაციონალური მოძრაობა” სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის საკრებულოს სხდომაზე მისვლას და არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს.

„მილიონ ლარზე აქვს ხელშეკრულება ვაგონშემკეთებელ ქარხანას და აქედან ამბობს, რომ 254 ათასი ლარი, ფაქტობრივად მეოთხედი შეიძლება ჰქონდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი. ანუ არ იციან რაში დახარჯავენ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს არის სუფთა კორუფციული გარიგება და ნაცვლად იმისა, რომ მეტროში რეალური გარიგება მიმდინარეობდეს, კალაძე-ძიძიკაშვილი, ვგულისხმობ ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორს, ცდილობენ ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი თანხა წაიღონ და ამიტომ არის, რომ მეტროში ხან ჭერი ეცემათ ადამიანებს, ხან ვაგონს მატორი უვარდება,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

რუსთავი 2