ლევან კობერიძემ „ოცნების“ უმრავლესობა დატოვა

ლევან კობერიძემ „ოცნების“ უმრავლესობა დატოვაამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.ამის მიზეზი, როგორც კობერიძემ თქვა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტია.

ლევან კობერიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

შეგახსენებთ: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს კენჭი დღეს უყარეს და პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.